დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის პირველი სასერტიფიკატო კურსი ჩატარდება

საქართველოში უძრავი ქონების გაყიდვებისა და მარკეტინგის პირველი სასერტიფიკატო კურსი ჩატარდება

27-06-2023 10:01:00

Colab-ში დიდი სიახლეები გვაქვს, პირველ რიგში ის რომ ჩვენმა სასწავლო აკადემიამ  ლოკაცია შევიცვალა და ბინა ახალ ქოვორქინგ სივრცე ნეთვორქში დაიდო, სადაც ამიერიდან ჩატარდება ჩვენი ყველა ლექცია, აცხადებს კოლაბის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ელენე ბერეკაშილი.
 

რაც შეეხება ჩვენს კურსებს, გამოვარჩევდი ბოლო პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურს უძრავი ქონების გაყიდვების და მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსს, რომელსაც ჩვენი სუპერ სპიკერები, ქეთი ადეიშვილი და ნინი მარიამიძე უძღვებიან.
Business Insider Georgia-თან საუბრისას ელენემ აღნიშნა, რომ დღეს ტრენინგებისა და სასწავლოკურსების ფართო  არჩევანის მიუხედავად ვერ იპოვით პროგრამას, რომელიც უძრავი ქონების ჭრილში გაყიდვების და მარკეტინგის საკითხებს თანაბრად მოიცავს.

უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე პროცესების სპეციფიკა გვიჩვენებს, რომ ამ სფეროშიწარმატებას გაყიდვების და მარკეტინგის ინსტრუმენტების საფუძვლიანი ცოდნა განაპირობებს. შესაბამისად  თუ დაინტერესებული ხართ უძრავი ქონების სფეროში საქმიანობით, გაყიდვებით დამარკეტინგით, თუ უკვე დასაქმებული ხართ, ან გეგმავთ უძრავი ქონების სფეროში დასაქმებას, ესკურსი თქვენთვისაა

უძრავი ქონების გაყიდვების და მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი არის პრაქტიკულ ქეისებზეაგებული, რომელიც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ პრაქტიკოსი მენტორების მრავალწლიანგამოცდილებაზე დამყარებული ცოდნა, მოისმინოთ კარგად ნაცნობი დეველოპერული პროექტებისშექმნის წარმატების თუ მარცხის რეალური ისტორიები, გაიგოთ მეტი უძრავი ქონების ბაზრისთავისებურებებზე, გაყიდვების პროცესის წარმატებით მართვაზე, გაყიდვების და მარკეტინგისეფექტურ ინსტრუმენტებზე. ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსიმენტორები ქეთი ადეიშვილი და ნინი მარიამიძე მზად არიან გაგიზიარონ საკუთარი გამოცდილება“, აცხადებს ელენე ბერკაშვილი.

მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე დღეს გამოცდილი კადრების დეფიციტია, თუმცა Colab-ისსასერტიფიკატო კურსს მართლაც რომ საკუთარი საქმის მცოდნე პროფესიონალები უღძებიან

დღეს უძრავი ქონების ბაზარზე იშვიათად შეხვდებით გამოცდილ კადრებს, რომლებიც წლებისგანმავლობაში უწყვეტად საქმიანობენ აღნიშნულ სფეროში და რომელთა გამოცდილებაუკავშირდება წამყვან დეველოპერულ კომპანიებთან ერთად სხვადასხვა საფასო კატეგორიისა თუკონცეფციის დეველოპერული პროექტების განხორციელებას. ამ კურსის მენტორები კი სწორედ ამრიცხვს მიეკუთვნებიან.

ქეთი და ნინი უკვე მრავალი წელია წარმატებით მართავენ უძრავი ქონების გაყიდვების სრულ ციკლსდა მარკეტინგულ პროცესებს. მათი უშუალო სპეციალიაზაცია სწორედ უძრავი ქონების გაყიდვებისმართვა და მარკეტინგის მენეჯმენტია. მათ პორტფოლიოში სხვადასხვა ცნობილ დეველოპერულპროექტებთან ერთად წარმოდგენილია პირველი პრემიუმ კლასის მრავალფუნქციური კომპლექსი King David.

ქეთი და ნინი 2019 წლიდან დღემდე ანაგი დეველოპმენტში საქმიანობენ. სწორედ მათი ხელმძღვანელობით განხორციელდა კომპანიის ბრენდინგი, შემუშავდა გაყიდვების და მარკეტინგის სტრატეგია, დაკომპლექტდა გაყიდვების გუნდი და რაც მთავარია შეიქმნა და გაყიდვაში ჩაეშვა კომპანიის მიმდინარე პროექტები: ???? ???? ვაკე, ???? ???? საბურთალო, ვილა ამბასადორი, City Home ავლაბარში და ?????? ბათუმიდა ა.შ. აცხადებს Colab- დამფუძნებელი.

 

კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://colab.ge/courses/real-estate-sales/

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები