დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული

05-09-2024 12:17:00

დაზღვევის  სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 6 თვის სტატისტიკის თანახმად, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სექტორში (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) 2024 წლის 6 თვის მონაცემებით 133 540 პოლისია გაცემული.

ამ სტატისტიკის თანახმად საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. 

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 30.5 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 23% უჭირავს. მეორე ადგილზეა „ალდაგი“ 27.3 მლნ ლარით (ბაზრის 21%), ხოლო მესამეზე კი „ჯიპიაი“ 16.3 მლნ ლარით (ბაზრის 12%). 

2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 

2024 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 712 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 145 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 67 მილიონი ლარი. 

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 564 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 431 მილიონ ლარს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები