დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ყავის იმპორტი მაქსიმუმზეა

საქართველოში ყავის იმპორტი მაქსიმუმზეა

14-05-2023 10:01:30

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ყავის იმპორტი 19%-ითაა გაზრდილი.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ 1,903.84 ტონა ყავა იყიდა, რაშიც 7,014.56 ათასი დოლარი გადაიხადა.

2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანამ 5,423.18 ათასი დოლარის 1,594.63 ტონა ყავა იყიდა.

2023 წლის 3 თვის სტატისტიკით, საქართველოში იმპორტირებული ყავის 41%-ი ინდონეზიაზე მოდის. იანვარ-მარტში საქართველომ ინდონეზიიდან 1,756.01 ათასი დოლარის ღირებულების 792.00 ტონა ყავა შემოიტანა.

მეორე ადგილზეა ვიეტნამი, საიდანაც 3 თვეში საქართველოში 403.47 ტონა ყავა შემოვიდა. მესამე ადგილზე კი რუსეთია, საიდანაც ყავის იმპორტმა 161.73 ტონა შეადგინა.

ირკვევა, რომ 2022 წელს საქართველოში ყავის იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

2022 წელს საქართველომ 28,234.95 ათასი დოლარის ღირებულების 7,661.33 ტონა ყავა იყიდა, რაც 2021 წლის მონაცემებთან შედარებით 17%-იან ზრდას აჩვენებს. 

რაც შეეხება ბოლო 14 წლის პირველი კვარტლების შედარებას უპირობო ლიდერი 2023 წლის პირველი კვარტალია. შესაბამისად მიმდინარე ეტაპისთვის საქართველოში ყავის იმპორტი მაქსიმუმზეა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები