საქართველოში ონლაინ ვაჭრობის წილი იზრდება, რასაც საქსტატის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია ადასტურბს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 15 წლისა და უფროსი ასაკის მომხმარებელმა, რაც მოსახლეობის 30%-ს შეადგენს, ბოლო 12 თვეში საქონელი ან მომსახურება ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა. ონლაინ ვაჭრობის წილი 6.2% არის გაზრდილი
აღნიშნული მაჩვენებლი განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით:
კერძოდ, საქალაქო დასახლებებში ონლაინ პროდუქცია - 35.1 პროცენტმა იყიდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 20.7 პროცენტმა.
საქსტატის კვლევით გამოიკვეთა, რომ ინტერნეტის მეშვეობით საქონელი ან მომსახურება ქალების 32.8%-მა, ხოლო კაცების 26.7%-მა შეუკვეტა. ქალების აქტივობის მაჩვენებელი 6,1% მეტია.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში ონლაი შოპინგს წილი - 40.9 პროცენტია, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 30.9 პროცენტი, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 13.0 პროცენტია.
საქართველოში 2020 წელს ონლაინ ვაჭრობაზე 597 მლნ ლარი დაიხარჯა. “გალთ ენდ თაგარტის” კვლევაში - “ელექტრონული კომერცია საქართველოში”, აღნიშნულია, რომ ერთი მომხმარებლის საშუალო წლიური დანახარჯი ონლაინ ვაჭრობაზე 950 ლარია, რაც 3-ჯერ ჩამორჩება ევროპის ქვეყნების მაჩვენებელს.
საგულისხმოა, რომ 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში შესული განაცხადების 65% ონლაინ ვაჭრობას, ხოლო 35% ნივთის ადგილზე შეძენას ეხება.
კონკურენციის სააგენტოს თანახმად, განცხადებების მიხედვით, 75%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება - 8%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 4%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა - 13%-ს.
უახლესი
13 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება