საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 3.4 პროცენტით შემცირდა და 887.6 ათასი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 410.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.9 პროცენტით ჩამორჩება. ღორის რაოდენობა 198.1 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 10.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.6 პროცენტით შემცირდა და 10.4 მილიონი ფრთა შედგინა.
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.1 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8.9 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 19.0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 11.1 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 162.9 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.5 პროცენტით ნაკლებია.
უახლესი