საქართველოში იმპორტირებული ცემენტის ერთ-ერთი მომწოდებელი, თურქეთი, მსოფლიოშიც უდიდესი ექსპორტიორია, ამის შესახებ სებ-ი სამშენებლო მასალების სექტორის კვლევაშია აღნიშნული, რომლის მიზანი საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორის ფინანსური მაჩვენებლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასებაა.
სებ-ის განმარტებით, საქართველოს მეზობელი ქვეყანა, თურქეთი, არის ცემენტის ყველაზე დიდი ექსპორტიორი მსოფლიოში. საქართველოში ცემენტის იმპორტირებული მოცულობის 99% მოდის აზერბაიჯანსა და თურქეთზე.
სებ-ის მიერ გაკეთებული კვლევა მიზნის მისაღწევად დეტალურად გაანალიზდა ხსენებულ ეკონომიკურ სექტორში მოქმედი სუბიექტების სხვადასხვა ფინანსური მაჩვენებლები. ძირითადი ფინანსური ინდიკატორების შეფასების შედეგად გამოვლინდა ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სექტორში გაცემული ფინანსური ინსტრუმენტების ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. კვლევაში ასევე წარმოდგენილია საქართველოს სამშენებლო მასალების სექტორის მოკლე სტატისტიკური მიმოხილვა, რომელიც შედარებულია გლობალური და ევროპული სამშენებლო მასალების სექტორების ანალოგიურ მაჩვენებლებთან. ნაშრომში მიმოხილულია სექტორის საკრედიტო პორტფელის და მისი ხარისხობრივი მახასიათებლების ტენდენციები. დასკვნის სახით კი წარმოდგენილია სამშენებლო მასალების ეკონომიკური სექტორის კვლევის შედეგად ფორმირებული ძირითადი მიგნებები და დასკვნები.
უახლესი
6 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე