დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში, ფინანსური განათლების დონის ამაღლების კუთხით, მეტი სინერგიის მიღება შეგვიძლია - Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოში, ფინანსური განათლების დონის ამაღლების კუთხით, მეტი სინერგიის მიღება შეგვიძლია - Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი

04-03-2024 14:05:00

ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოში ფინანსური განათლების დონის ამაღლების კუთხით უფრო მეტი სინერგიის მიღება შეგვიძლია - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ განაცხადა, რომლის განმარტებითაც Mastercard-ი განათლების დონის ამაღლების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან. 

„Mastercard-ი არის მსოფლიოში ტექნოლოგიური გიგანტი, თუმცა ამასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ქვეყანაში ავამაღლოთ ფინანსური განათლების დონე. 2023 წლიდან ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის პარტნიორობა თავისუფალ უნივერსიტეტთან, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და წელს უკვე დავპარტნიორდით გაეროს ასოციაციასთან და ერთობლივი ძალისხმევით სურვილი გაქვს, რომ მთლიანად ქვეყანაში, სხვადასხვა კუთხეში მოვახდინოთ ფინანსური განათლების ამაღლება.

აქედან გამომდინარე, მე პირადად და ჩვენი კოლეგები ჩართულები ვართ და სხვადასხვა სახის ტრენინგებს ვატარებთ და გვინდა, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა რეგიონი. სურვილი იყო, რომ ამ საქმეში ჩართულიყო კომერციული ბანკი, ფინანსური ინსტიტუტი.  „ლიბერთისთანზ“ ერთად ამ ინიციატივის ფარგლებში სურვილი გაქვს, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის შეიქმნას სპეციალური პროდუქტი, პრეფერენციული პირობებით და ამ ტრენინგების ფორმატში მოვახდინოთ მათზე მორგებული პროდუქტების მიწოდება და ჩვენს ეკოსისტემაში მათი ჩართვა“, - აღნიშნა დავით ზღუდაძემ.

მისივე განმარტებით, წლიდან წლამდე იზრდება თუ არა საქართველოში ფინანსური განათლების დონე Mastercard-ი საერთაშორისო კომპანიების ანგარიშებს ეყრდნობა. 

„კონკრეტული მზომელი არ გაქვს, მაგრამ ვეყრდნობით საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც პერიოდულად აკეთებენ ამის გაზომვას საქართველოში. ჩვენი წვლილი ალბათ ძალიან დიდი არ იქნება, მაგრამ ამიტომაა, რომ ჩვენ მუდმივად ველით პარტნიორებს, როგორიცაა მაგალითად საქართველოს ეროვნული ბანკი, სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა მაგალითად USAID და სხვა“, - აღნიშნა დავით ზღუდაძემ.

Mastercard-ის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია გაზარდოს ფინანსური განათლების ხელმისაწვდომობა მთელ მსოფლიოში და ხელი შეუწყოს ამ პროცესს საქართველოშიც, ლიბერთისა და სხვა პარტნიორებთან ერთად.

Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან Mastercard-სა და ლიბერთის შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც საქართველოში ფინანსური განათლების ხელშეწყობაა.

პარტნიორობის პირველ ეტაპზე, ლიბერთი Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტში* ჩაერთვება, რომელიც სპეციალურად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაძლიერების მიზნით შეიქმნა. ეს ტრანსფორმაციული ინიციატივა მიზნად ისახავს გადაჭრას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSME) და კერძო პირების წინაშე მდგარი უნიკალური გამოწვევები ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთსა და მთიან აჭარაში, სადაც მრავალფეროვანი კულტურა და ტრადიციები იკვეთება ბიზნეს შესაძლებლობებთან.

ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, 2024 წლის ნოემბრამდე, იგეგმება კიდევ არა ერთი ფინანსური მოდულის შეთავაზება როგორც სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, ასევე, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისა (MSME) და სპეციალურად ქალებისთვის. ადგილობრივ ბიბლიოთეკებში შეიქმნება ფინანსური განათლების კუთხე და ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის ითარგმნება აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები