დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოში ავოკადოს მოხმარება იზრდება, შესაბამისად მისი იმპორტიც 31%-იან ზრდას აჩვენებს

საქართველოში ავოკადოს მოხმარება იზრდება, შესაბამისად მისი იმპორტიც 31%-იან ზრდას აჩვენებს

17-07-2024 18:00:00

ავოკადოს იმპორტი 31%-იან ზრდას აჩვენებს. როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყანამ 879.04 ტონა ავოკადოს იმპორტი განახორციელა, რაშიც 1,949.03 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის იანვარ-მაისში კი ავოკადოს იმპორტმა 670.54 ტონა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ავოკადოს იმპორტი სულ 4 ბაზრიდან მოხდა, თუმცა იმპორტის 56% ერთ-ერთ საიმპორტო ქვეყანაზე მოდის. თურქეთი საქართველოში ავოკადოს იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ნომერ პირველია. 

  • თურქეთი - 496.00 ტონა - 768.59 ათასი დოლარი;
  • ნიდერლანდები - 303.36 ტონა - 1,009.01 ათასი დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 79.66 ტონა - 171.10 ათასი დოლარი;
  • საფრანგეთი - 0.02 ტონა - 0.33 ათასი დოლარი;

საგულისხმოა, რომ ბლო წლებში ქვეყანაში ავოკადოს მოხმარება გაიზარდა, რაც ადეკვატურად აისახა მის იმპორტზეც.

წლიურ ჭრილში, გასულ წელს წელს ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის ავოკადო შემოვიდა. 2023 წლის მაჩვენებლები 2022 წლის მაჩვენებლებთან 70%-ითაა გაზრდილი. 2023 წელს ქვეყანამ 1,700.84 ავოკადო იყიდა, რაშიც 2,557.60 ათასი დოლარი გადაიხადა. 


მსგავსი სიახლეები