დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს შორის 1000 მგვტ სიმძლავრის მიმოცვლა გახდება შესაძლებელი

საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს შორის 1000 მგვტ სიმძლავრის მიმოცვლა გახდება შესაძლებელი

27-03-2023 12:10:32

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ქვესადგური „გარდაბანი-500" - ის ტერიტორიაზე განხორციელებული სარეკონტრუქციო სამუშაოების შედეგებს გაეცნო. „გარდაბანი-500"  ქვეყნის ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგურია.ზამთრის პერიოდში, როდესაც საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია იკლებს, თბოსადგურებისა და სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზების ხარჯზე,  ქვესადგური საქართველოს ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის მოხმარების 60-70%-ს უზრუნველყოფს.

მასთან ერთად ქვესადგურში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და სს „საქრუსენერგოს" გენერალურმა დირექტორმა ბაჩანა სულაძემ. 

მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ქვესადგურში მასშტაბური სამუშაოების განხორციელებამ ქვესადგურის  გამტარუნარიანობის ზრდას ხელი შეუწყო. „პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს შორის შესაძლებელი გახდება 1000 მგვტ სიმძლავრის შეუფერხებლად მიმოცვლა, როგორც ექსპორტ-იმპორტის, ასევე ტრანზიტის მიმართულებით," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, პროექტის განხორციელება, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 20 მლნ ლარს შეადგენდა, აზერბაიჯანთან სინქრონული ოპერირების საიმედოობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ამასთან, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, პროექტის დასრულება, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის სტაბილურ ელექტრომომარაგებას.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასასრულს, განხორციელდა ქვესადგური„გარდაბანი-500"-ის სრული რეკონსტრუქცია -   მოეწყო 330 და 220 კვ. ახალი უჯრედები, ექსპლუატაციაში შევიდა  400 მვა სიმძლავრის, 330 კვ. მეორე ავტოტრანსფორმატორი. სამუშაოები საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით, 330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი" გაორჯაჭვიანების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა.აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზი ქვესადგურების „გარდაბანი-500" და „აღსტაფა" მეშვეობით ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები