დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა

საქართველოს სავალუტო რეზერვები გაიზარდა

07-05-2024 19:02:00

აპრილში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 36 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.8 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ სავალუტო რეზერვების მთლიან მაჩვენებელში 529,4 მილიონი დოლარის ოქროა, რაც საერთო მაჩვენებლის თითქმის 11%-ია. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო მიმდინარე წლის მარტში დაამატა.

„ეროვნული ბანკის მიერ შეძენილი მონეტარული ოქრო ეტაპობრივად აისახებოდა ანგარიშზე, რაც აპრილის დასაწყისში დასრულდა. მას შემდეგ ოქროს საერთაშორისო ფასი საგრძნობლად გაიზარდა, რამაც აპრილის თვეში მთლიანი სავალუტო რეზერვების მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, - აღნიშნა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ლალიაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები