დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს საგარეო უწყება: საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩვიდმეტივე პუნქტზე მიღწეულ შეთანხმებას

საქართველოს საგარეო უწყება: საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩვიდმეტივე პუნქტზე მიღწეულ შეთანხმებას

14-03-2025 11:20:00

საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩვიდმეტივე პუნქტზე მიღწეულ შეთანხმებას. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ჩვიდმეტივე პუნქტზე მიღწეულ შეთანხმებას. ეს არის ისტორიული ნაბიჯი რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ერევანმა მიიღო ბაქოს წინადადებები სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის შეუთანხმებელ მუხლებთან დაკავშირებით. სომხური მხარის განცხადებით, სომხეთი მზად არის აზერბაიჯანთან ერთად განიხილოს შეთანხმების ხელმოწერის დროისა და ადგილის საკითხი.

 


 

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები