საქართველოს საბანკო სისტემა კვლავინდებურად ინარჩუნებს ინვესტორების ინტერესს და კვლავინდებურად მდგრადი და მზარდია, - ასე აფასებს „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასების დინამიკას. როგორც ცნობილია, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, საქართველო 2 წამყვანი ბანკის აქციები ივაჭრება.
„ზრდის ტენდენცია უკანასკნელ პერიოდში მუდმივად არის. ცალსახად შეგვიძლია ვახსენოთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემა კვლავინდებურად ინარჩუნებს ინვესტორების ინტერესს და კვლავინდებურად მდგრადი და მზარდია. გასული წლის მაჩვენებელმა მოგვცა და ინვესტორებს მისცა საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტი ნდობა ჩამოყალიბებულიყო საქართველოს საბანკო სისტემის მიმართ. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ ძლიერი საფინანსო ინსტიტუტები არაერთხელ იხსენიებენ თავის კვლევებში საქართველოს ბაზარს და არ კარგავენ ინტერესს ამ მიმართულებით. ერთი ნაწილია, რომ ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია, სხვადასხვა რისკების გათვალისწინებით მოკლევადიანი ცვლილებები ვიხილეთ, მაგრამ ეს არ იძლევა სრულფასოვანი ანალიზის საფუძველს. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ აქციებთან მიმართებაში გარკვეული სეზონურობა არსებობს და ამ თვალსაზრისით მიმდინარეობს აქციების ფასების ზრდა და ასევე ემთხვევა ის სეზონები, რომელიც არის მაგალითად დივიდენდების გამოცხადების პერიოდი, ანგარიშების გამოცხადების პერიოდი. საქართველოში არის სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელიც შეთავაზებულია ინვესტორებისთვის და ამ თვალსაზრისით ცალსახაა, რომ დღეის მდგომარეობით კვლავინდებურად ნდობა მაღალია. და იმედია და წლის ბოლომდე ასევე შენარჩუნდება“, - განაცხადა ძნელაძემ.
უახლესი
4 საათის წინ
როგორია 31 მარტის ამინდის პროგნოზი19 საათის წინ
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა