საქართველოს რკინიგზის აუდიტირებული ანგარიშგების თანახმად, 2022 წლის ბოლოს კომპანიის წმინდა მოგებამ შეადგინა 397 მლნ ლარი, მაშინ როდესაც 2021 წელს ეს მაჩვენებელი 53 მლნ ლარს შეადგენდა.
„მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, კომპანიისთვის ამ მომენტისთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის ამორტიზაცია.
აუცილებელია, უახლოეს პერიოდში შემუშავდეს კომპანიის საინვესტიციო პრიორიტეტების გეგმა, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს რკინიგზის საოპერაციოს საქმიანობის უსაფრთხოდ და უწყვეტად გაგრძელებას, მეორე მხრივ არ გააუარესებს კომპანიის გადახდისუნარიანობას“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტრო ფისკალური რისკების ანგარიშში, რომელიც 2024 წლის ბიუჯეტს თან ერთვის.
აღნიშნული დოკუმენტის თანახმადვე, 2022 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავალმა 940 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც საოპერაციო შემოსავალი 691 მლნ ლარი იყო. ხოლო არასაოპერაციო შემოსავალი 249 მლნ ლარი.
2022 წელს საქართველოს რკინიგზის ხარჯმა 543 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც ცვეთა/ამორტიზაციის ხარჯი 67 მლნ ლარი იყო.
სს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვიდან მიღებული შემოსავალი 2022 წელს 388.4 მლნ ლარს შეადგენს, სწორედ ტვირთბრუნვიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე სს საქართველოს რკინიგზა ასუბსიდირებს მგზავრების გადაყვანას. ამ მიმართულებით ნულოვანი მოგების მისაღწევად კომპანიამ 2022 წელს დაახლოებით 7.5 მილიონი ლარით იზარალა. ამის გარდა, გამოწვევას წარმოადგენს მგზავრთა გადაყვანის ტარიფში ინფრასტრუქტურის ცვეთის კომპონენტის ასახვა ან აღნიშნულის დაფარვა კომპანიისთვის ხელმისაწვდომი სხვა სახსრებიდან.
უახლესი
12 საათის წინ
კანადაში ექსპორტი 71%-ითაა გაზრდილი14 საათის წინ
რომელი ქვეყნებიდან ახდენს საქართველო ზეთის იმპორტს14 საათის წინ
ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა15 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა