დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა საყდრის დესპანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა საყდრის დესპანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

12-02-2025 14:17:00

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა საყდრის დესპანთან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის დუაიენთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვატიკანს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

„პრეზიდენტმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა მიმდინარე და განხორციელებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული კავშირი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.

მხარეებმა სამომავლოდ მჭიდრო პარტნიორობის მზადყოფნა გამოხატეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები