საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალიხან სმაილოვი ეწვია.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ალიხან სმაილოვსა და ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად ოფიციალური სადილი მთაწმინდაზე გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა