დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი 1:0 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა ალბანეთი 1:0 დაამარცხა

11-09-2024 00:50:00

ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთს 1:0 სძლია. ქართველებმა გამარჯვება გიორგი ქოჩორაშვილის გოლით მოიპოვეს. 

ნაკრებებს შორის შეხვედრა ტირანაში გაიმართა. 

ორი ტურის შემდეგ მოგროვებული 6 ქულით საქართველო ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი თამაში 7 სექტემბერს, ჩეხეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 4:1 დაამარცხა. 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში პირველად ასპარეზობს. B1 ჯგუფში „ჯვაროსნები“ ალბანეთთან, უკრაინასა და ჩეხეთთან ერთად იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს უკრაინასთან გამართავს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები