დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს მთავარი საექსპორტო ბოსტნეული დსთ-ს ბაზარზე გადის

საქართველოს მთავარი საექსპორტო ბოსტნეული დსთ-ს ბაზარზე გადის

05-11-2023 12:00:41

საქართველოს მთავარი საექსპორტო ბოსტნეულია კარტოფილი და პომიდორი, რაც დსთ-ს ქვეყნებში გადის. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ანგარიშშია ნათქვამი. 

ბოსტნეულის ექსპორტი პროდუქტების მიხედვით, 2022 წელი: 

  • კარტოფილი - 36%;
  • პომიდორი - 13%;
  • ხახვი და ნიორი - 6%;
  • სხვა -45%;

2022 წელს ქვეყნიდან $14.5 მლნის ღირებულების ბოსტნეული გავიდა. 2021 წელს - $29 მილიონის, ხოლო 2020 წელს - $10 მილიონის. 

  • ბოსტნეულის წარმოებამ საქართველოში 333.1 მლნ კგ შეადგინა 2022 წელს

წამყვანი პროდუქტია კარტოფილი, პომიდორი და კიტრი. ამ პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება სეზონურად, თუმცა არასეზონურ თვეებში იმპორტი ბევრად მაღალია, შედეგად საქართველო ბოსტნეულის წმინდა იმპორტიორია.

  • ბოსტნეულის ჯამურმა თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 2022 წელს  74.5%-ს შეადგინა, ხოლო წმინდა იმპორტმა 33.0 მლნ აშშ დოლარი. 

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები