საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები პიზის მსოფლიოს თასის ჩემპიონია
საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებულია. ირმა ხეცურიანმა, ნინო თიბილაშვილმა და გვანცა ზადიშვილმა ტურნირზე დამაჯერებლად იასპარეზეს და ოქროს მედლებს დამსახურებულად დაეუფლნენ.
ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა სპორტსმენებმა პოლონეთის ნაკრები დიდი უპირატესობით - 45:30 დაამარცხეს.
უახლესი
49 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა