დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ფინტექ ფესტივალზე მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკი წელს პირველად მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ ფინტექ ფესტივალზე მონაწილეობს

16-11-2023 12:11:45

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის გუნდთან ერთად, სინგაპურის ფინანსური ტექნოლოგიების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.


სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა. გამოფენა   ფინანსური ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს - ინვესტორებს, ანტრეპრენერებს, ექსპერტებსა და რეგულატორებს - საშუალებას აძლევს ერთმანეთთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები, გაცვალონ ხედვები და გამოცდილება, მოიზიდონ ინვესტორები და ა.შ.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია წელს პირველად არის წარმოდგენილი ამ ფესტივალზე, მთავარი გზავნილით - ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი.


საქართველოს ეროვნულ ბანკს ფინტექ ფესტივალზე საკუთარი საგამოფენო სივრცე ექნება, სადაც სებ-თან ერთად, თანამონაწილის სტატუსით "საქართველოს ბანკი" და ქართული ფინტექ სტარტაპი "ფეივი" იქნებიან წარმოდგენილნი.


ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავასა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ვარლამ ებანოიძის სამუშაო შეხვედრები, მათ შორის - პანელური დისკუსიები, რეგულაციების მასტერკლასი და ინვესტორებთან შეხვედრები.


სინგაპურის ფინტექ ფესტივალი უმსხვილეს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO-ში იმართება და წელს მსოფლიოს 140 ქვეყნიდან 60 ათასამდე მონაწილე  დაესწრება.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები