დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

05-03-2024 12:45:00

ქ. ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე, სადაც საქართველოში არსებული საინვესტიციო კლიმატი და თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს,  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები გააცნო.

 

ფორუმის მიმდინარეობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება ტრანსპორტსა და ლოგისტიკის, კერძოდ შუა დერეფნის შესაძლებლობებსა და მნიშვნელობაზე გაამახვილა. აკაკი საღირაშვილის თქმით, „მსგავსი პლატფორმები გლობალურ ინვესტორებთან უშუალო კომუნიკაციის საუკეთესო შესაძლებლობაა, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობის ამაღლებას."

 

„ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ფინანსურ ცენტში,  მსგავსი საინვესტიციო ფორუმის ჩატარება, საქართველოს,  როგორც რეგიონში სანდო საინვესტიციო შესაძლებლობების მქონე ქვეყნის წარმოჩენას უწყობს ხელს. ფორუმის მსვლელობის დროს, სხვა სექტორებთან ერთად, შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც არსებობს შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით. საგულისხმოა, რომ ინვესტორებს მიეცათ შესაძლებლობა, არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დანერგილ,  ბიზნესის წამახალისებელ მოქმედ პროგრამებზე მიეღოთ ინფორმაცია, არამედ ქვეყნის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებებთან დაემყარებინათ საქმიანი ურთიერთობები" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები