დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის სტიპენდია უკვე 20 უნივერსიტეტში - პარტნიორთა რიცხვს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა

საქართველოს ბანკის სტიპენდია უკვე 20 უნივერსიტეტში - პარტნიორთა რიცხვს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა

06-08-2024 14:31:00

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სტიპენდიების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, უკვე 20 პარტნიორ უნივერსიტეტში გამორჩეული აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს სწავლას სრულად ან ნაწილობრივ უფინანსებს.

საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროექტის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 160-ზე მეტი გამარჯვებული. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად კი მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

ახლახან პარტნიორთა რიცხვს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიც შეემატა. რაც ნიშნავს იმას, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც აღნიშნულ უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან და სტუდენტებს, რომლებიც უკვე აქ სწავლობენ, აქვთ შესაძლებლობა, შეავსონ განაცხადი, გაიარონ გასაუბრება და გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები.

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულების შესარჩევ კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ, რომლის ნახვაც ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი.

„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა ამ მიმართულებით საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. ჩვენი ინიციატივის ფარგლებში უკვე დავპარტნიორდით 20 უნივერსიტეტთან და გამოვავლინეთ 160-ზე მეტი სტიპენდიატი. როგორც პარტნიორების, ასევე სტიპენდიატების რაოდენობა მუდმივად იზრდება. პროექტისადმი გამოვლენილი ინტერესი კი გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ, რაც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და ახალგაზრდებისთვის შევქმნათ განვითარების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები