დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

18-03-2024 17:48:00

საქართველოს ბანკის მენეჯმენტში ცვლილებებია. 1 აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ბანკში ამ მიმართულებას ამ დრომდე ზურაბ მასურაშვილი უძღვებოდა, რომელმაც საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებაში გადაინაცვლა.

თორნიკე  საქართველოს ბანკს წამყვანი  კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე 2014 წელს შემოუერთდა. ის ბანკში 10 წლიანი კარიერის განმავლობაში  კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, ის იყო კორპორატიული რეაბილიტაციის  სამსახურისა და კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს ბანკში მოსვლამდე თორნიკე 3 წელი KPMG-ის თბილისის ოფისში მუშაობდა.

თორნიკეს განათლება მიღებული აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლაში. მას ბაკალავრის ხარისხი მიღებული  აქვს ბიზნესის ადმინისტრირებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები