გიზიარებთ ბლოგს: სულ ახლახან მობილბანკში მედლების სივრცე გამოჩნდა, სადაც ყოველდღიური აქტივობების დაჯილდოებასთან ერთად ლოიალურობის განახლებულ სტატუსებსაც იხილავ.
ყველაფერს, რაც ამ სიახლეზე უნდა იცოდე, ქვემოთ მოგიყვებით:
ლოიალურობის განახლებული პროგრამის ფარგლებში სტატუსები ასე გამოიყურება: Starter, Bronze, Silver და Gold. საწყისი, Starter სტატუსი ძველებურადვე ავტომატურად ენიჭება ყველა ახალ მომხმარებელს. აი, სტატუსის გაუმჯობესება კი უკვე ვარსკვლავებით იქნება შესაძლებელი.
ვარსკვლავების მოპოვება ამა თუ იმ საბანკო პროდუქტით სარგებლობისას შეგიძლია; თითოეულს მინიჭებული აქვს შესაბამისი ვარსკვლავი, რომელიც პროდუქტის გააქტიურებიდან მეორე დღეს აისახება შენს ანგარიშზე და სტატუსიც მომენტალურად მოგენიჭება.
მაგალითისთვის, თუკი საქართველოს ბანკში სახელფასო ანგარიში გაქვს, 1 ვარსკვლავიც შენია. 1 ვარსკვლავს დაიმსახურებ ასევე M საბანკო ნაკრებით სარგებლობისას, ხოლო L ნაკრების არჩევისას — 2 ვარსკვლავს. მოკლედ, ვარსკვლავების მოგროვების იმდენი გზა არსებობს, რამდენიც გაგიხარდება.
გაითვალისწინე, რომ სტატუსი გაქვს მანამდე, სანამ შესაბამისი საბანკო პროდუქტები აქტიურია. მაგალითად, თუ ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით 1 ვარსკვლავი მოიპოვე და სამომხმარებლო სესხის აღებითაც — 1 ვარსკვლავი, მაშინვე გაგიაქტიურდება Bronze სტატუსი. თუმცა, თუ სესხი დაფარე, მისი კუთვნილი 1 ვარსკვლავი (და სტატუსიც) შეგინარჩუნდება მომდევნო თვის ბოლომდე. ასე რომ, თვეზე მეტი დრო გექნება სტატუსის სხვა გზით შესანარჩუნებლად.
Starter (0-1 ვარსკვლავი)
Bronze (2 ვარსკვლავი)
Silver (3 ვარსკვლავი)
Gold (4 ვარსკვლავი)
თუკი შენი აქტიური საბანკო პროდუქტებით განახლებულ პროგრამაში ძველებურის შესაბამის ან გაუმჯობესებულ სტატუსს იღებ, ავტომატურად მოგენიჭება შესაბამისი ვარსკვლავები და სტატუსი.
ხოლო თუკი აქტიური საბანკო პროდუქტები არ გყოფნის განახლებულ პროგრამაში სტატუსის შესანარჩუნებლად, მოქმედი სტატუსით მაინც ისარგებლებ ნოემბრის თვის ბოლომდე და საკმაო დრო გექნება მის გასაუმჯობესებლად.
ასე რომ, გადახედე საქართველოს ბანკის საბანკო პროდუქტებს, აირჩიე შენთვის სასურველი, მიიღე ვარსკვლავები და გაიუმჯობესე სტატუსი. ლოიალურობის პროგრამაზე სიახლეებს კი ჩვენს ბლოგზეც შეგიძლია თვალი მიადევნო.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა