დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის იდეათეკის პატარა მკითხველები კამპანიის „ჩაინიშნე საკითხავი“ ფარგლებში გამოცემულ წიგნებზე საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ

საქართველოს ბანკის იდეათეკის პატარა მკითხველები კამპანიის „ჩაინიშნე საკითხავი“ ფარგლებში გამოცემულ წიგნებზე საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ

02-08-2024 17:49:00

ფერადი, სახალისო და დამაფიქრებელი - ასე ახასიათებენ სკოლის მოსწავლეები საქართველოს ბანკის იდეათეკების კამპანიის ფარგლებში შექმნილ უნიკალურ წიგნებს, რომელიც მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, ლიტერატურულ სამყაროში ხელოვნების სფეროს 7 წარმომადგენელთან ერთად იმოგზაუროს.  

“ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” - საქართველოს ბანკის ახალი კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მოზარდებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციას, კითხვის მოყვარულთათვის კი განსხვავებული გამოცდილების შექმნას.

„იდეათეკაში ბევრი ფერადი წიგნია. მაგრამ, როდესაც ეს უნიკალური სანიშნების მქონე წიგნი გადავშალე, ყველაზე მეტად მათი მხიარული ფერები მომეწონა -  თითქოს კითხვის პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო გახადა. უფრო ჩქარაც ვკითხულობდი, რომ რაც შეიძლება მალე მივსულიყავი შემდეგ სანიშნამდე, რათა გამეგო კიდევ რა აღმოჩენის გაკეთებაში დამეხმარებოდა ჩემი „მეგზური“ არჩეულ ლიტერატურულ თავგადასავალში“, - ამბობს ნინო, სოფელ შინდისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.

საქართველოს ბანკის იდეათეკების კამპანიის ფარგლებში, მკითხველს შესაძლებლობა აქვს, თითოეულ წიგნში აღმოაჩინოს მისი საყვარელი ხელოვნების სფეროს წარმომადგენლის კომენტარები, ადგილები, რომლებმაც ისინი დააფიქრა, რაღაც ახალი აღმოაჩენინა და არსებული იდეები ახლიდან გადაააზრებინა.

„ამ წიგნების კითხვის დროს ისეთი შეგრძნება გრჩება, თითქოს მას ხელოვნების სფეროს საყვარელ წარმომადგენელთან ერთად კითხულობ. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. რადგან, ერთი მხრივ, შესაძლებლობას გაძლევს, გაეცნო მათ იდეებს, მეორე მხრივ კი ხელს გიწყობს, ყურადღება გაამახვილო იმ მნიშვნელოვან ადგილებზე, რომლებიც კითხვის დროს შეიძლება უბრალოდ გამოგრჩეს“, - განმარტავს გიორგი, სოფელ შინდისის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები საქართველოს 10 რეგიონის 23 იდეათეკაში უკვე ხელმისაწვდომია. აქართველოს ბანკის იდეათეკები მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის ქმნის ახალი აღმოჩენების, შემეცნებისა და განვითარების შესაძლებლობებს. ამისათვის, საქართველოს ბანკის იდეათეკები აღჭურვილია 2000-მდე წიგნისგან შემდგარი მრავალფეროვანი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – კომპიუტერებითა და პროექტორით, STEM კუთხით.შესაბამისად, ეს არის სივრცე, რომელიც 14 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.

„იდეათეკაში თითქმის ყოველდღე დავდივარ ახალ-ახალი წიგნების აღმოსაჩენად და ბევრი ახალი ავტორიც მიპოვია, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამხდარა. თუმცა, ეს უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები მაინც განსაკუთრებულია, რადგან შესაძლებლობას გაძლევს, სხვა კუთხით შეხედო ამა თუ იმ მონაკვეთს, გაიზიარო გამოცდილი მკითხველის მოსაზრებები, რაც კიდევ უფრო სხვანაირად დაგაფიქრებს წიგნზე და მოგცემს შესაძლებლობას, შენს მსჯელობაში ახალი მოსაზრებები გააჩინო, რაც ფიქრის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის“ , - გვიყვება ანა, სოფელ შინდისის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.

ამ განსაკუთრებული წიგნები შეძენა შეზღუდული დროითა და რაოდენობით შესაძლებელია extra.ge-ისვებგვერდსა და სულაკაურის გამომცემლობის მაღაზიებში (როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ლოკაციაზე).

კამპანიის შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ბლოგს.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები