დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ბანკის იდეათეკების შემდეგ განსაკუთრებული წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით  უკვე extra.ge-ზე  და სულაკაურის მაღაზიებშია

საქართველოს ბანკის იდეათეკების შემდეგ განსაკუთრებული წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით უკვე extra.ge-ზე და სულაკაურის მაღაზიებშია

11-07-2024 11:33:00

“ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” -  საქართველოს ბანკმა იდეათეკების პროექტის ფარგლებში ახალ კამპანია 10 დღის წინ დაიწყო. კამპანია წიგნების კითხვის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი ლიტერატურული ნაწარმოები ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, მათთვის საყვარელ წარმომადგენლებთან ერთად წაიკითხონ.

ზაფხულის არდადეგებზე ახალი თავშესაქცევი ისტორიებისა და თავგადასავლების აღმოსაჩენად, 10 წიგნი შეირჩა. თითოეულის სამყაროში მოგზაურობისას მკითხველს თანამეგზურობას დათო ტურაშვილი, დათო გორგილაძე, ანა კორძაია – სამადაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კოკო როინიშვილი გაუწევენ. თითოეულმა მათგანმა წიგნი შეარჩია საყვარელი ავტორების მათთვის გამორჩეული ფრაზების, წიგნის ნაწილების მიხედვით, რომლებმაც ისინი დააფიქრა, არსებული რწმენა-წარმოდგენები შეაცვლევინა, ან რაღაც ახალი აღმოაჩენინა… ახალი კამპანიის ფარგლებში მკითხველს შესაძლებლობა აქვს საზაფხულო საკითხავად შერჩეული წიგნები საყვარელი ინფლუენსერების მოსაზრებებითა თუ კომენტარებით წაიკითხონ და ახლებურად გაიაზრონ სხვადასხვა იდეები.
კამპანიისთვის სპეციალური დიზაინის მქონე სანიშნები მომზადდა და  ათივე წიგნში განთავსდა. გამორჩეული დიზაინის მქონე სანიშნები ავტორებისთვის, რეჟისორებისა და მუსიკოსებისთვის საინტერესო მომენტების აღმნიშვნელადაც იქცა.  

განსაკუთრებული წიგნები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ჩანაწერებით   ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის 21 იდეათეკაში. ასევე, მათი შეძენა შესაძლებელია extra.ge- და და სულაკაურის გამომცემლობაში (როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ლოკაციაზე) 
„ახალ თავგადასავლებში სამოგზაუროდ, მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში კითხვის პოპულარიზაციისთვის, საქართველოს ბანკმა იდეათეკის ახალი კამპანია –„ჩაინიშნე საკითხავი – გახდი თანამგზავრი წიგნების სამყაროში” სულ ახლახანს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში უნიკალური დიზაინის მქონე წიგნები და სანიშნები  შეიქმნა, რომელთა მეშვეობით კითხვის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ, ლიტერატურულ სამყაროში, მათთვის საყვარელ, ხელოვნების სფეროს  წარმომადგენელთან ერთად იმოგზაურონ. საქართველოს ბანკის იდეათეკის თაროებზე აღნიშნული წიგნები სამუდამოდ დაიდებენ ბინას და შესაძლებლობას მისცემენ პატარა მკითხველებს, ჯადოსნური მოგზაურობის თანაზიარნი გახდნენ“,- აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი იდეათეკების პროექტს უკვე მეექვსე წელია ახორციელებს – ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს, განათლება რაც შეიძლება მეტი მოსწავლისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკა საქართველოს 9 რეგიონის 22 სკოლაში ფუნქციონირებს და 12 000-ზე მეტ ახალგაზრდას აძლევს წვდომას შემეცნებისა და აღმოჩენებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო ინსტრუმენტზე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები