საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France შემოდის. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2025 წლიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს ოპერირებას.
Transavia France პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ერთწლიანი აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.
Transavia France 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს.
ბილეთების ყიდვა ავიაკომპანიის ვებგვერდზე https://www.transavia.com/accueil/fr-fr უკვე შესაძლებელია.
უახლესი
4 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა