დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს აეროპორტები 5 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა

საქართველოს აეროპორტები 5 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა

23-09-2024 14:00:00

საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-აგვისტოში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 36%-იანი ზრდა აჩვენეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 5 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც 27%-ით მეტია 2023 წლის 8 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 75%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-აგვისტოში 3 646 210 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 2 822 687 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 3 904 125 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-აგვისტოში კი 4 941 085 მგზავრს.

2024 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 168 814 მგზავრს მოემსახურა, რაც 33%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2023 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 387 562 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 879 761 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-აგვისტოში კი 2 651 736 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის 8 თვის 2019 წლის 8 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 19%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 69%-იანი ზრდა.

2019 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით მგზავრთნაკადის 43%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 637 511 მგზავრი გაატარა, რაც 44%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 53%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის 8 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 443 505 მგზავრს, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 416 657 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-აგვისტოში კი 444 252 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 107%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 119%-იანი ზრდა

2019 წლის 8 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 537 826 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში 508 557 მგზავრს, 2023 წლის 8 თვეში 1 052 199 მგზავრს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 112 218 მგზავრს.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით 33%-იანი ზრდა ფიქსირდება. 2024 წლის იანვარ-აგვისტოში აეროპორტი 9 286 მგზავრს მოემსახურა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7 007 მგზავრს. აღსანიშნავია, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აეროპორტში მგზავრთნაკადის 71%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ამბროლაურის აეროპორტი 2024 წლის იანვარ-აგვისტოში 1345 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 512 მგზავრს, კლება 11%-ია. რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლების შედარებას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 8%-ია.

ნატახტარი აეროდრომი კი 2024 წლის 8 თვეში 11 911 მგზავრს მოემსახურა, რაც პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით 108%-იან ზრდას გულისხმობს.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

26 წუთის წინ

34 წუთის წინ

55 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები