2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 847.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.4 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11.5 პროცენტით შემცირდა და 1 293.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (271.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (217.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (129.6 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 156.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 142.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 101.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9 პროცენტი).
უახლესი
36 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს55 წუთის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”