დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან წყლის ექსპორტის 55%-ი რუსეთზე მოდის

საქართველოდან წყლის ექსპორტის 55%-ი რუსეთზე მოდის

23-11-2023 17:00:39

2023 წლის 10 თვეში საქართველომ ექსპორტზე 114,665.75 ათასი დოლარის ღირებულების 179,883,092.54 ლიტრი მინერალური წყლები გაიტანა, რაც 6%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებზე. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან 169,086,964.68 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა საექსპორტო ბაზრებზე.

მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტირებული  მინერალური და მტკნარი წყლების 55%-ი რუსეთზე მოდის. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან რუსეთში 99,397,396.66 ლიტრი  მინერალური და მტკნარი წყლების იმპორტი დაფიქსირდა, რომლის ღირებულებამაც 54,288.51 ათასი დოლარი შეადგინა.

მეორე საექსპორტო ბაზარი კი ყაზახეთია, სადაც 10 თვეში 29,387,183.61 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლების იმპორტი დაფიქსირდა.

TOP-5 ბაზარი, სადაც საქართველო მინერალურ და მტკნარ წყლებს ყიდის: 

რუსეთი - 99,397,396.66 ლიტრი,

ყაზახეთი - 29,387,183.61 ლიტრი,

უკრაინა - 14,817,935.82 ლიტრი,

ლიეტუვა - 9,087,894.38 ლიტრი,

უზბეკეთი - 6,958,135.20 ლიტრი.

ბოლო წლების სტატისტიკით, მინერალური და მტკნარი წყლების იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ექსპორტზე 259,078,785.72 ლიტრი  მინერალური და მტკნარი წყლების იმპორტი განხორციელდა. 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები