დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან საზღვარგარეთ განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 1%-ითაა გაზრდილი

საქართველოდან საზღვარგარეთ განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 1%-ითაა გაზრდილი

09-07-2024 14:00:00

საქართველოდან საზღვარგარეთ განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 1%-ითაა გაზრდილი. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკით, 2024 წლის იანვარ-მაისში ქვეყნიდან საზღვარგარეთ 145 545 000 დოლარის გადარიცხვა განხორციელდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 144 533 500 დოლარის. 

მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოდან გაკეთებული გადარიცხვების 20,88%-ი თურქეთზე მოდის, მეორე ადგილზეა რუსეთი, რომელზეც გადარიცხვების 12,33%-ი მოდის. 11,54%-ი კი აზერბაიჯანში გზავნილებზე მოდის.

  • თურქეთი - 30,382.7 ათასი აშშ დოლარი
  • რუსეთი - 17,944.4 ათასი აშშ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 16,797.0 ათასი აშშ დოლარი
  • უკრაინა - 10,672.8 ათასი აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 7,896.6 ათასი აშშ დოლარი

რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვებს მაჩვენებელი დინამიკურად მზარდია. 2023 წელს საქართველოდან 356,509.8 ათასი აშშ დოლარი, გადაირიცხა, 2022 წელს კი 343,482.1 ათასი აშშ დოლარი, ზრდამ 4%-ი შეადგინა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები