დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ემიგრირებულთა რაოდენობაში ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის წილი გაიზარდა -  PMCG

საქართველოდან ემიგრირებულთა რაოდენობაში ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის წილი გაიზარდა - PMCG

21-11-2023 13:20:40

PMCG კვლევითი ცენტრის ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, „ემიგრაცია და ფულადი გზავნილების ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე“, შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა: 

  • გასულ ათწლეულში საშუალო ემიგრაციულმა ნაკადმა საქართველოში 97 ათასი შეადგინა, ხოლო მიგრაციულმა სალდომ 300 ადამიანი. თუმცა, თუ გამოვრიცხავთ ფორსმაჟორულ მოვლენებს (COVID-19 პანდემიასა და უკრაინაში მიმდინარე ომს), საშუალო მიგრაციული სალდო -7 ათასი იყო.
  • 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრირებულთა ჯამური რაოდენობა 17%-ით შემცირდა და 669 ათასი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ემიგრირებულთა ჯამური რაოდენობა 2020 წელს ქვეყნის მოსახლეობის 18%-ს შეადგენდა.
  • 2010 წლიდან 2020 წლამდე პოსტსაბჭოთა ქვეყნების წილი საქართველოდან ემიგრირებული ადამიანების თვალსაზრისით შემცირდა, 75%-დან 64%-მდე. იმავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის წილი 20%-დან 27%-მდე გაიზარდა, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების წილი - 3%-დან 7%-მდე.

რაც შეეხება ფულადი გზავნილების ტენდენციას, კვლევის თანახმად, 2013 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 196%-ით გაიზარდა (1.48 მილიარდი აშშ დოლარიდან 4.4 მილიარდ აშშ დოლარამდე).

  • ფულადი გზავნილების წლიური მოცულობის ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2021 წლიდან 2022 წლამდე (86%).
  • 2022 წელს მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებული იყო რუსეთიდან ფულადი გზავნილების თვალშისაცემი ზრდით (0.41 მილიარდი აშშ დოლარიდან 2.1 მილიარდ აშშ დოლარამდე).
  • ბოლო ათწლეულში საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება ფულად გზავნილებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2013 წლიდან 2022 წლამდე ფულადი გზავნილების ოდენობა, როგორც მშპ-ს წილი, 11%-დან 16%-მდე გაიზარდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები