საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში საქონლის ექსპორტი წლიურად 4.8%-ით გაიზარდა 495.8 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 0.6%-იანი კლების შემდეგ.
ხოლო იმპორტი წლიურად 0.9%-ით გაიზარდა და 1.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 2.8%-იანი ზრდის შემდეგ.
შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 1.5%-ით შემცირდა და 778.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 5.7%-იანი ზრდის შემდეგ.
ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი 2023 წლის აგვისტო:
ამასთან, ექსპორტის 11.7% ევროკავშირზე მოდიოდა (-30.3% წ/წ), 70.7% დსთ-ზე (+21.1% წ/წ) და 17.6% სხვა ქვეყნებზე (-13.3% წ/წ).
ტოპ-5 იმპორტირებული საქონელი 2023 წლის აგვისტო:
ჯამურად, 2023 წლის პირველ 8 თვეში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 20.2%- ით გაიზარდა და 5.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი 14.4%- ით გაიზარდა 4.1 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 9.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
უახლესი
14 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია49 წუთის წინ
„წერტი“ წარმოებას აფართოებს1 საათის წინ
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”