დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ექსპორტირებული ოქროს 93%-ი შვეიცარიაში იყიდება

საქართველოდან ექსპორტირებული ოქროს 93%-ი შვეიცარიაში იყიდება

24-10-2024 13:00:00

2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 76 218 770 დოლარის ღირებულების ოქრო გაიტანა. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის 9 თვეში ქვეყნიდან 1.89 დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1.99 ტონა. შესაბამისად, საქართველოდან ოქროს ექსპორტი 5%-ითაა შემცირებული.

საქართველოდან ოქროს ექსპორტისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა. სწორედ შვეიცარიაში იყიდება საქართველოდან ექსპორტირებული ოქროს 93%-ი.
ქვეყნები, სადაც საქართველო ოქროს ექსპორტს ახორციელებს:

  • შვეიცარია - 1.76 ტონა - 70,100.06 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 0.11 ტონა - 5,271.88 ათასი დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.02 ტონა - 846.83 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან ოქროს ექსპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2010 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყნიდან 7.19 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული  ოქროს ექსპორტი განხორციელდა.
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები