2023 წლის 1-7 ოქტომბერს თბილისი რიგით მეორე საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალს უმასპინძლებს. Tbilisi Gastro Week ყოველწლიური კულინარიული ექსტრავაგანზაა, რომელიც ერწყმის ადგილობრივ მრავალფეროვან გასტრონომიულ კულტურას, აერთიანებს მსოფლიო დონის ცნობილ შეფ-მზარეულებსა და კულინარიული ხელოვნების მოყვარულებს.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორების მიერ Buziness Insider Georgia - თვის მიწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიზანია სტუმრებისთვის დაუვიწყარი, ექსტრავაგანტური და უნიკალური გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შექმნა, გასტრონომიის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის კი - ახალი პერსპექტივების გაჩენა როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე - საერთაშორისო გასტროტურიზმის მიმართულებით.
საქართველოში პირველი საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალის პარტნიორია წამყვანი საერთაშორისო გასტრონომიული კომპანია - Bon VivantCommunications, რომელიც ოპერირებს ბრენდის მენეჯმენტში, ექსკლუზიური ვახშმების მოწყობაში, მიშლენის ვარსკვლავის მქონე შეფების მსოფლიო ტურის დაგეგმარებასა და მარკეტინგში.
სწორედ აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი შეფების საქართველოში ვიზიტებსა და ფესტივალს საერთაშორისო მედია გაშუქებას. 1-ელი ოქტომბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ექსკლუზიური ვახშმების სერია, სადაც წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი სამზარეულოს დახვეწილი შერწყმა.
საერთაშორისო და ადგილობრივი ვარსკვლავური შეფებისგან დაკომპლექტებულ წყვილებს თბილისის ხუთი წამყვანი რესტორანი უმასპინძლებს. კვირეული დასრულდება 7 ოქტომბერს - კლუბ “Underwheel-ში”, ღია ცის ქვეშ გასტრონომიული წვეულებით, სახელწოდებით "Star Chefs' Street Edition", სადაც ფართო საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცემა დააგემოვნონ როგორც მიშლენის ვარსკვლავის მქონე, ისე ადგილობრივი ვარსკვლავი მზარეულების მიერ მომზადებული კერძები.
ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელ სიახლეს, Star Chefs’ Street Edition-თან ერთად წარმოადგენს კონკურსი ახალბედა შეფებს შორის, “Young Chefs’ Contest-იც”, რომლის გამარჯვებულიც ერთი თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის, პორტუგალიაში, ორი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანში „Ocean-ში“, შეფ ჰანს ნოინერის ხელმძღვანელობით.
კონკურსანტებს ადგილობრივი და საერთაშორისო შეფებისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს. მონაწილე შეფები არიან: ჰანს ნოინერი - ორი მიშლენის ვარსკვლავი (პორტუგალია) მაიკლ ვან დერ კროფტი - საუკეთესო შეფ-მზარეულის ჯილდოს ნომინანტი (ნიდერლანდები) კამილა სეიდლერი - ლათინური ამერიკის საუკეთესო შეფ-მზარეული ქალი (დანია)ალეხანდრო სერანო - მიშლენის ერთი ვარსკვლავის მფლობელი (ესპანეთი)დიპანკერ ხოსლა - ერთი მიშლენის ვარსკვლავი და ერთი მწვანე მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი (ტაილანდი) რაფაელ კაზუმიანი (სომხეთი) (მხოლოდ Street edition) არევიკ მარტიროსიანი (სომხეთი) (მხოლოდ Street edition) თეკუნა გაჩეჩილაძე, ქეთი ბაქრაძე, მერიკო გუბელაძე, რამაზ გემიაშვილი და გიორგი ნინუა.
ღონისძიების მხარდამჭრები: თბილისის მერია და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია. გენერალური პარტნიორები: თიბისი კონცეპტი; ვიზა პრემიუმ ხარისხის პროდუქტების მომწოდებელი: ,,აგროჰაბი”.
ოფიციალური პარტნიორები: მილე, ეფეს ჯორჯიაღვინის ექსკლუზიური პარტნიორი: მეღვინეობა “ჩელთი” კვირეულის სპონსორები: Rooms Hotels Tbilisi; m Group; Monograph; Margot Hotel; Alma; Pancaviar; Sarajishvili; მედია პარტნიორი: Amarta TBC კონცეპტის Visa და TBC WM ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
უახლესი
19 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა