წელს, ისე, როგორც არასდროს, ქართული ფეხბურთის სიყვარულმა და ჩვენი ნაკრების წარმატებამ მთელისაქართველო გაგვაერთიანა. სახლში, გარეთ თუ სოციალურ ქსელებში ავღნიშნეთ ყველა გამარჯვება დაკიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფეხბურთი ჩვენი თამაშია. საზეიმო განწყობისა და ერთიანობისშენარჩუნებაში კი საქართველოს ბანკი დაგვეხმარა, რომელიც ჩვენი ფეხბურთელების ყველა წარმატებასჩვენთან ერთად ზეიმობდა და მუდამ გვახსენებდა, რომ საქართველო ფორმაშია.
“საქართველო ფორმაშია” — სწორედ ასე ჰქვია საქართველოს ბანკის კამპანიას, რომელმაც წელს მთელისაქართველო ფეხბურთის გულშემატკივრად აქცია. კამპანია იმდენად ყოვლისმომცველი და წარმატებულიგამოდგა, რომ მას მალე მკითხველი “თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების” პირველ ქართულგამოცემაში იხილავს.
“თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლებში” საქართველოს ბანკი ორი კამპანიით იქნება წარმოდგენილი. წიგნში დეტალურად იქნება განხილული საქართველოს ბანკისა და ეროვნული ნაკრების პარტნიორობა, წინასაკვალიფიკაციო სტრატეგიისა და საკომუნიკაციო კამპანიის შემუშავების პროცესი და შედეგები, ასევე, მომხმარებელთა კმაყოფილების ქეისებიც.
“თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები” მარკეტინგის სფეროს წამყვანი სპეციალისტის, Kotler Impact-ისაWorld Marketing Summit Group-ის დამფუძნებლის, დოქტორი ფილიპ კოტლერის ავტორობით გამოიცემა. თანამედროვე მარკეტინგის მამად წოდებული ფილიპ კოტლერი ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზეგავლენიანი ფიგურაა. კოტლერს მარკეტინგის შესახებ 50-ზე მეტი წიგნი აქვს გამოშვებული, მათ შორისარის Marketing Management-იც, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბიზნესისა და მარკეტინგის სკოლებშიისწავლება.
ფილიპ კოტლერს მარკეტინგის შესახებ 150-ზე მეტი სტატია აქვს გამოქვეყნებული ისეთ პრესტიჟულჟურნალებში, როგორებიცაა Harvard Business Review, Sloan Management Review, Journal of Marketing, Management Science და ა.შ. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები და კორპორაციებიც სწორედ კოტლერისკონსულტაციით იღებენ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც შემდგომ გლობალურ ბაზარზემათ წარმატებას განაპირობებს.
“თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები” კოტლერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია. თითოეულგამოცემაში კონკრეტული ქვეყნისთვის რელევანტური ქეისებია განხილული, რომელზე დაყრდნობითაცმკითხველი მარკეტინგის, ამბის თხრობის, ტექნოლოგიების, ფსიქოლოგიისა თუ სხვა რესურსებისწარმატების მისაღწევად გამოყენებას სწავლობს. წიგნში ისეთი კომპანიები და ორგანიზაციები ხვდებიან, რომლებიც საკუთარი სტრატეგიებითა და ინოვაციური მიდგომებით მარკეტინგის სფეროში მნიშვნელოვანკვალს ტოვებენ და სხვებისთვის სამომავლო ტენდენციებსაც განსაზღვრავენ. სწორედ ამიტომ“თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების” გამოცემაში მოხვედრა ნებისმიერი კომპანიისთვის უდიდესიწარმატება და აღიარებაა.
თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების” ქართულ გამოცემაში საქართველოს ბანკის მოხვედრა კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ბანკი ქვეყნის ყველაზე სანდო ბანკისა და ციფრული საბანკო მომსახურების ლიდერის სტატუსს უცვლელად ინარჩუნებს.
უახლესი