დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო ჩინეთთან  სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეის ერთგულია - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო ჩინეთთან  სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეის ერთგულია - ირაკლი ღარიბაშვილი

28-07-2023 10:44:47

საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას, და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ  მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ჩინეთთან  სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი ერთგულია.

"ბატონო პრეზიდენტო, უდიდესი პატივი და სიამოვნებაა დღეს თქვენთან შეხვედრა. ეს ჩემთვის ისტორიული ვიზიტია. პირადად თქვენდამი ვარ დიდად მადლობელი. ძალიან დიდი პატივი მერგო და უზომოდ მადლობელი ვარ ჩინეთში მოწვევისთვის.

მახარებს ასევე 2023 წლის მსოფლიო  საზაფხულო  საუნივერსიტეტო თამაშების გახსნით ცერემონიაზე დასწრება აქ, ქ. ჩენგდუში, ჩინეთში. ამიტომ კვლავ მოგახსენებთ  მადლობას. ნამდვილად დიდად ვაფასებ ამ მოწვევას. ბატონო პრეზიდენტო, თქვენდამი და თქვენი მთავრობისადმი  მადლობელი ვარ ასევე ჩემი ქვეყნის  მხარდაჭერისთვის. ჩინეთი ერთერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენს ორ ქვეყანას შორის.

ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას, და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ  მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია  კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის. ნება მიბოძეთ კვლავ დავაფიქსირო, რომ საქართველო ერთგულია ჩინეთთან  სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ", - განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები