„ჩვენი საინვესტიციო შედეგების ნომინალური მოგებით პირველ ადგილზე ვართ, რეალური ამონაგებით კი სამეულში, რაც ძალიან კარგი საინვესტიციო შედეგია", - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ მედიასთან საპენსიო სააგენტოს საქმიანობის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
გოგა მელიქიძის განცხადებით, საპენსიო სააგენტომ ბოლო ხუთი წლის საინვესტიციო ანგარიშს წარადგენს და ეს არის პირველი საინვესტიციო ანგარიში, რომელიც საჯაროა და სწორედ აქ განიხილება საქართველოს გლობალური შედეგებიც.
„ჩვენი საინვესტიციო მოგება მილიარდ ლარს გადასცდა, რაც შეეხება პროცენტს - რაც ფონდი გაეშვა, იქიდან მოყოლებული, 63% ნარჩუნდება, რეალური ამონაგები 20%-მდეა. ამჟამად ჩვენ ვადარებთ, გლობალურ რუკაზე, როგორია ჩვენი საინვესტიციო შედეგები, როგორი შედეგები გვექნება სხვა ქვეყნებთან მიმართებით", - ამბობს მელიქიძე.
საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა საინვესტიციო მანდატის გაფართოების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ მანდატი გაფართოვდა, ახალი საინვესტიციო ინსტრუმენტები გამოჩნდა და ეროვნულ ბანკთან შესაძლო გაფართოებაზე მუშაობა კვლავ გრძელდება.
უახლესი