ღვინისგან განსხვავებით ლუდი თითქოს უფრო კომპლექსურია, რადგან მისი დალევა სხვადასხვა ჭურჭლიდან ძალიან მნიშვნელოვანია გემოებისთვის.
ლუდს ცოტა მეტი ელფერი სჭირდება, რომ ზუსტად გამოავლინოს მისი ყველა არომატი. თუ გსურთ რომ მაქსიმალური სიზუსტით მიიღოთ ლუდის ყველა არომატი, ამისთვის პირველი ნაბიჯი არის სწორი მინის ჭურჭლის შერჩევა.
alcoshop.ge თავის სტატიაში რამდენიმე ვარიანტის განხილვას გთავაზობთ.
PILSNER GLASS
მსგავსი ჭიქისთვის მიზანშეწონილია: მსუბუქი ლაგერები, პილსნერები, მსუბუქი ხორბლის ლუდები, ამერიკული ფერმკრთალი ლაგერები.
როგორ უნდა ჩამოასხათ: Pilsner-ის შუშის მაღალი შეკუმშული დიზაინი, რომელსაც აქვს ფართო დაბოლოება, უზრუნველყოს, რომ ლუდის დახვეწილი არომატები გამოკვეთოს წინა პლანზე და ლუდს აერაციის საშუალება მისცეს. მსგავს ჭურჭელში, ლუდის სწორად დასხმა ნიშნავს, რომ მას აუცილებლად ექნება ცოტაოდენი ქაფი ზემოდან. თუ ოდესმე გიგრძვნიათ, რომ მსგავსი ჭურჭლის გამოყენებისას, ბარმენი ცდილობს გააკეთოს ლუდის ეკონომია და ამიტომ მას მეტი ქაფი აქვს - ვფიქრობთასე ნამდვილად არარის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ყოველთვის თქვენს სასიკეთოდ ხდება.
კლასიკურ შემთხვევაში, თქვენ უნდა დაიწყოთ ჩამოსხმა 45 გრადუსიანი კუთხით. მნიშვნელოვანია ბოთლსა და ჭიქას შორის გარკვეული ინტერვალის დაჭერა, რაც მეტი ჰაერი მოხვდება ჩამოსხმის ეტაპზე ლუდს, მით უკეთესი.
როდესაც ლუდი ჭიქის ნახევარს მიაღწევს, ნელ-ნელა დაიწყეთ ჭიქის გასწორება და განაგრძეთ ნელა და პირდაპირ ჩამოსხმა.
GLASS STYLE: PILSNER GLASS
საუკეთესოა ამ სტილისთვის: ორმაგი/იმპერიული IPA-ები, ბელგიური ფერმკრთალი ALES, ორმაგი APAs, Saisons, Flanders Red Ales (sours), Belgian Strong Ales და Lambics.
როგორ უნდა დაასხათ ლუდი
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ლუდის სწორად ჩამოსხმისთვის მინის ჭურჭელია. ჭიქის უნდა ჰქონდეს ფართო ზედაპირისათანადო აერაციისთვის.
არ არის საჭირო ჭიქის დახრა. ბოთლი მყარად დაიჭირეთ და ნელა ჩამოასხით პირდაპირ ჭიქაში როცა ბოთლში ლუდის დაახლოებით მესამედი დარჩება, შეწყვიტეთ დასხმა. გააჩერეთ ლუდი ჭიქაში ერთი წუთით და ბოთლი, რომელშიც ლუდია დარჩენილი რამდენჯერმე დაატრიალეთ.
Ales, ტიპის ლუდს თითქმის ყოველთვის აქვს არომატების უმეტესი ნაწილი დაგროვებული ბოლოში, ამიტომ მნიშვნელოვანია ბოლომდე ჩამოისხას ჭიქაში.
CHALICE
საუკეთესოა ამ სტილისთვის: ბელგიური ძლიერი Ales, ბელგიური მჟავე Ales, ბელგიური ფერმკრთალი Ales, ტრიპელები, კვადრუპელი და დუბლები.
როგორ დავასხათ:
თუ სახლში ბევრი ადგილი არ გაქვთ სხვადასხვა სახის ჭურჭლის შესანახად, შეგიძლიათ იმ სახის ჭურჭელი გამოიყენოთ, რომელიც რეალურად სხვადასხვა ჭიქებისთვის დამახასიათებელ ფუნქციებს აერთიანებს.
განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ TULIPGLASS უფრო მეტ არომატს ინარჩუნებს, ხოლო CHALICE ნამდვილად საუკეთესოა Dark Ales ტიპის სასმლისთვის.
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საჭირო ფორმის ჭიქაა.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი