დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საიდან ახდენს საქართველო ბოსტნეულის იმპორტს | TOP 5 ქვეყანა

საიდან ახდენს საქართველო ბოსტნეულის იმპორტს | TOP 5 ქვეყანა

22-08-2024 13:00:00

2024 წლის შვიდ თვეში ქვეყანამ თითქმის 44 ათასი დოლარის ბოსტნეული იყიდა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 43,817.050 ათასი დოლარის ღირებულების ბოსტნეულისა და საკვებად ვარგისი ზოგიერთი ძირნაყოფებისა და ბოლქვნაყოფების იმპორტი განახორციელა. 2023 წლის იანვარ-ივლისში კი 41,789.08 ათასი დოლარის. 

ირკვევა, რომ საქართველოსთვის ბოსტნეულის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, საიდანაც საქართველომ 7 თვეში 28,473.61 ათასი დოლარის ღირებულების ბოსტნეული იყიდა, რაც მთლიანად წელს ნაყიდი ბოსტნეულის 65%-ია. 

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ბოსტნეულს ყიდულობს:

  • თურქეთი - 28,473.61 ათასი დოლარი,
  • აზერბაიჯანი - 2,717.26 ათასი დოლარი,
  • უზბეკეთი - 2,663.38 ათასი დოლარი,
  • რუსეთი - 2,144.66 ათასი დოლარი,
  • ირანი - 1,910.80 ათასი დოლარი.

2023 წელს ქვეყანამ რეკორდული ღირებულების ბოსტნეული იყიდა. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, 2023 წელს ქვეყანაში 60,621.82 ათასი დოლარის ღირებულების ბოსტნეული შემოვიდა. 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები