საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ჯარიმების სახით იანვარ-ივნისში ბიუჯეტში 103,650,977.19 ლარი შევიდა. ამ თანხიდან 62,186,651.2 ლარის აკუმულირება მოხდა ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში, ხოლო დარჩენილი 41,464,325.98 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში შესული თანხების მიმდინარე მაჩვენებლები 31%-იან ზრდას აჩვენებს 2022 წლის იანვარ-ივნისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ხაზინაში შესულ თანხებთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში 79,377,376.90 ლარი შევიდა.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო 2022 წელს ბიუჯეტში 179,192,361.48 ლარი შევიდა, 2021 წელს 125,373,545.30 ლარი, ხოლო 2020 წელს - 98,728,369.25 ლარი.
უახლესი