საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა, ახალნამშობიარები დედა და ჩვილი ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხოდ გადაიყვანეს.
მელოგინემ, ჩოხატაურის კლინიკაში იმშობიარა, სადაც მისი ტრანსპორტირება სოფელ გოგოლესუბნიდან, ჩოხატაურის სასწრაფო დახმარების ბრიგადისა და სამაშველოს დახმარებით, ფორსმაჟორში მოხდა. ადგილზე გინეკოლოგი და ნეონატოლოგი გამოიძახეს. პაციენტის კლინიკაში შეყვანიდან 20 წუთში ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა.
დედა და მისი ახალდაბადებული ვაჟი, რეფერალური დახმარების ბრიგადამ, დღეს ჩოხატაურის კლინიკიდან ოზურგეთის კლინიკაში გადაიყვანა.
დიდთოვლობისა და მეტეოროლოგიური პირობების გამო, მათი გადაყვანა სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა სამაშველო სამსახურისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის დახმარებით დედა და ჩვილი ჰოსპიტალიზებულია. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ.
რეფერალური დახმარების ექიმი გიორგი ცენტერაძე
ექთანი ნინო არჯევანიძე
მძღოლი გურამი წულაძე
უახლესი
15 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო15 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა15 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე