დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საფრანგეთის მთავრობას ისტორიაში,  ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

საფრანგეთის მთავრობას ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს

09-01-2024 17:15:00

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად გაბრიელ ატალი დანიშნა. ამის შესახებ BFM TV იტყობინება.

34 წლის ატალი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მთავრობის მეთაური გახდა.

წინა „რეკორდი“ ეკუთვნოდა საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს ამჟამინდელ ხელმძღვანელს, ლორან ფაბიუსს, რომელიც პრემიერ-მინისტრი 1984 წელს 37 წლის ასაკში გახდა.

ატალი განათლების მინისტრი იყო ელიზაბეტ ბორნის მთავრობაში. ერთი დღით ადრე მაკრონმა პრემიერ-მინისტრის, ელიზაბეტ ბორნის გადადგომის განცხადება მიიღო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები