საფრანგეთმა გადაწყვიტა უკრაინას შორი დისტანციის რაკეტები გადასცეს, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. ამის შესახებ BBC წერს.
„მივიღე გადაწყვეტილება უკრაინისთვის შეიარაღების და აღჭურვის მიწოდების გაზრდის შესახებ, რადგან მივიჩნევ, რომ უკრაინელებს შორ მანძილზე დარტყმის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ეს ჩვენი დოქტრინის შენარჩუნებით უნდა მოხდეს, რომელიც უკრაინას თავის ტერიტორიის დაცვის საშუალებას აძლევს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა NATO-ს ვილნიუსის სამიტზე ჩასვლისთანავე.
Scalp-ის რაკეტები, რომელთა გადატანა უკრაინაში იგეგმება, ბრიტანული Storm Shadow რაკეტის ფრანგული ეკვივალენტია. ბრიტანეთი კიევს ამ რაკეტების მიწოდებას გაზაფხულზე დაჰპირდა.
Storm Shadow არის თვითმფრინავის საკრუიზო რაკეტა, რომელიც ერთობლივად შეიქმნა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ. სროლის დიაპაზონი - 250 კმ-ზე მეტი.
დიდი ბრიტანეთის მიერ მოწოდებული რაკეტების გაშვება მხოლოდ საჰაერო გზით ხდება; ფრანგული რაკეტების გაშვება შესაძლებელია გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან.
უახლესი
22 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა