დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-მდე გაზარდა

30-05-2024 09:30:00

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,6%-დან  5%-მდე გაზარდა. 

სსფ-მ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მას შემდეგ გადახედა, რაც ფონდის მისია ჩინეთს რეგულარული შეფასებისთვის ეწვია. ორგანიზაცია ახლა ელოდება, რომ ჩინეთის ეკონომიკა 2025 წელს 4.5%-ით გაიზრდება. წინა პროგნოზი კი 4.1%-ია. 

მაგრამ 2029 წლისთვის ექსპერტები ელიან, რომ მოსახლეობის დაბერების და პროდუქტიულობის ზრდის შენელების გამო, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 3.3%-მდე შენელდება. ეს მაჩვენებლები კი უფრო დაბალია ვიდრე სსფ-ის წინა პროგნოზი საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის 3,5%-იანი შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ პირველ კვარტალში, მოლოდინს გადააჭარბა 5.3%-ი შეადგინა, რაც გამოწვეულია ძლიერი ექსპორტით. აპრილის მონაცემებმა აჩვენა, რომ სამომხმარებლო ხარჯები შენელებული დარჩა, ხოლო ინდუსტრიული აქტივობა გაიზარდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები