მარტში სადეპოზიტო სერთიფიკატებისა და სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, - აღნიშნულის სესახებ სებ-ის „თვის მიმოხილვაშია“ აღნიშნული. ირკვევა, რომ მარტში, წინა თვესთან შედარებით, სადეპოზიტო სერტიფიკატებზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.26 პპ-ით, 8.0%-მდე, შემცირდა. რაც შეეხება სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთებს, ექვსთვიანი და ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთები 0.05 და 0.12 პპ-ით შემცირდა, შესაბამისად 8.29% და 8.16%-ს შეადგენდა.
სახაზინო ორწლიანი, ხუთწლიანი და ათწლიანი სახაზინო ობლიგაციების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთებიც შემცირდა 0.1, 0.3 და 0.3 პპ-ით, და შესაბამისად 8.15%, 7.98% და 8.00% შეადგინა.
„მარტში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის მოცულობა, თვიურად 1,799.7 მლნ ლარით გაიზარდა, (წლიურად 2,561.6 მლნ ლარით) 15,933.9 მლნ ლარამდე გაიზარდა. რაც მეტწილად უცხოური ვალუტის რესურსით არის განპირობებული. ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის დიდი წილი, უცხოური ვალუტის ბრუნვაზე მოდის (79.0%), რომლის მოცულობაც თვიურად 878.3 მლნ ლარით (7.5%-ით) გაიზარდა. ლარის რესურსის ბრუნვის მოცულობა კი, თვიურად 921.4 მლნ ლარით (37.9%-ით) გაიზარდა. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ბანკთაშორის ბაზარზე ლარის ვალუტის რესურსზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.6 პპ-ით შემცირდა და 8.34% შეადგინა, ხოლო უცხოური ვალუტის რესურსზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 0.02 პპ-ით გაიზარდა და 3.37% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მარტში ფულადი ბაზრის რესურსის 49.2% ერთ თვემდე ვადიანობის დეპოზიტებზე, ხოლო 49.8% კი მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებულ რესურსზე მოდიოდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
მარტში სადეპოზიტო სერტიფიკატების ერთი აუქციონი ჩატარდა და 20 მლნ ლარის ღირებულის სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატები გაიცა. ამავე პერიოდში 20 მლნ ლარის ერთი სადეპოზიტო სერტიფიკატი დაიფარა. შესაბამისად წინა თვესთან შედარებით, სადეპოზიტო სერტიფიკატების ნაშთი არ შეცვლილა და მარტის ბოლოს 60 მლნ ლარი შეადგინა.
მარტში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ექვსი აუქციონი ჩატარდა. აღნიშნულ აუქციონებზე ჯამში 295.0 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები განთავსდა. მარტში ჩატარებულ აუქციონებზე გაიყიდა 6-თვიანი, ერთწლიანი, ორწლიანი, ხუთწლიანი და ორი ათწლიანი ვადიანობების სახაზინო ფასიანი ქაღალდები, რომლებიც, შესაბამისად, 20, 20, 50, 100 და 105 მლნ ლარის ოდენობით განთავსდა. დაფარვების გათვალისწინებით, სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნაშთი წინა თვესთან შედარებით 220.4 მლნ ლარით გაიზარდა და 8,482.4 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი პორტფელის 62.7%-ს კომერციული ბანკების, 23.4%-ს ეროვნული ბანკის, 10.7%-ს რეზიდენტების, ხოლო 3.3%-ს არარეზიდენტების მფლობელობაში არსებული სახაზინო ფასიანი ქაღალდები შეადგენს.
უახლესი