მიმოქცევაში არსებული სადებეტო ბარათების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებლებზეა. სებ-ის მონაცემების მიხედვით, მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო ბარათების რაოდენობა (ერთეული) ერთი წლის განმავლობაში 11,3%-ით გაიზარდა, ხოლო სექტემბრის მონაცემებთან შედარებით კი 1,2%-ით მოიმატა.
2024 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 8 981 251 ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 8 067 411 ბარათს შეადგენდა.
საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2024 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 543 229 ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.
Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი სექტემბრის მაჩვენებლებთან მაჩვენებლებთან შედარებით 1,1%-იან, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 9,8%-იან ზრდას აჩვენებს..
ოქტომბრის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 51%-ს Mastercard-ი ფლობს, ხოლო 30%-ს VISA.
2024 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 687 631 ბარათი იყო. ზრდა წინა თვესთან შედარებით 1,6%-ია, ხოლო 2023 წლის ოქტომბერთან შედარებით 6,8%-იანი ზრდაა.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, ბაზრის 19%-ის კი სხვადასხვა სახის სადებეტო ბარათებზე მოდის.
უახლესი
36 წუთის წინ
თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა