დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სად ყიდულობს საქართველო შაქარს

სად ყიდულობს საქართველო შაქარს

08-07-2023 17:00:51

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 27,376.52 ათასი დოლარის ღირებულების 40,638.04 ტონა შაქარი იყიდა, რაც 11%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.

2022 წლის მაისში საქართველომ 45,422.38 ტონა შაქარი იყიდა.

საქართველოში იმპორტირებული შაქრის 47%-ი ბრაზილიიდან შემოვიდა, ხოლო 17%-ი საფრანგეთიდან.

ტოპ-5 ქვეყანა საიდანაც საქართველო შაქარს ყიდულობს:

  • ბრაზილია - 21,500.00 ტონა,
  • საფრანგეთი - 7,540.79 ტონა,
  • აზერბაიჯანი - 3,572.11 ტონა,
  • ეგვიპტე - 2,322.00 ტონა,
  • ინდოეთი - 2,132.30 ტონა.

2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ შაქარი 24 საიმპორტო ბაზრიდან იყიდა.

2022 წელს 2021 წელთან შედარებით საქართველოში შაქრის იმპორტი 26%-ით გაიზარდა.

ბოლო 14 წლის სტატისტიკით კი ქვეყანამ ყველაზე მეტი რაოდენობით შაქარი 2020 და 2022 წლებში იყიდა: 162,772.08 ტონა და 151,762.75 ტონა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები