კომპანია GDB-ის პარტნიორმა, ფერმერმა ივა ჭყონიამ კახეთში, ლაგოდეხში, სუბტროპიკულ ზონაში საზამთროს წარმოება მეორე წელია დაიწყო.
ესაა ესპანური „სანდისიმას“ (sandissima) რამდენიმე სახეობა, რომელიც განსაკუთრებული გემოს მქონე, მცირე ზომის (portion size), თხელკანიანი, უკურკო პროდუქტია.
როგორც ივა ჭყონიამ Business Insider Georgia-თან თქვა, საზამთრო ორ ჰექტარზე აქვთ გაშენებული და პირველი სატესტო წელი წარმატებული აღმოჩნდა.
„საქართველოში, პარტნიორთან – Rijk Zwaan-თან ერთად, პირველებმა დავიწყეთ ესპანური ჯიშის “სანდისიმას” ჯიშების მოყვანა. ესენია ამალტეა (შავი, თხელი კანით), კონგიტა (შავი, portion size), მორგანი (მოგრძო ზომის), ვანიკაი (უკურკო). ეს არის პორციული ზომის საზამთრო 2-დან 4-კილომდე, რომელსაც ექნება ინდივიდუალური შეფუთვა და სამარკო ნიშანი“, - ამბობს ივა ჭყონია.
მისივე თქმით, წარმოების სტანდარტები უმაღლეს დონეზეა დაცული და კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ Global GAP-ის სერტიფიკატი აიღო. „რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტის წარმოებისას ყველა სტანდარტი დაცულია“.
კომპანია GDB-ი დაახლოებით პორციული საზამთროს 70 ტონა მოსავალს ელოდება. მისივე თქმით, კომპანიას საზამთროს გაყიდვის პრობლემა არ ექნება.
„ჩვენ გვაქვს კონტრაქტი სამ ქსელთან - კარფური, აგროჰაბი და გუდვილი, სადაც პროდუქციის მიწოდება მოხდება“.
ამასთან,ჭყონია ამბობს, რომ მათი კონკურენტები ადგილობრივი ფერმერები არიან, თუმცა ბაზრის მოცულობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველას აქვს თავისი ნიშა.
პორციული საზამთროს გასაყიდი ღირებულება ბაზარზე სავარაუდოდ, 2.50 ლარიდან 3 ლარამდე იქნება
„ვფიქრობ,პორციულ საზამთროებზე მოთხოვნა მზარდია და 6-7 წელიწადში ბაზარზე სრულად ჩაანაცვლებს სტანდარტულ ჯიშებს“, - ამბობს ივა ჭყონია.
უახლესი