საქართველოს მასშტაბით განთავსებული ვიდეოკამერები 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 6 496 ერთეულს შეადგენდა, რომლის 32%-იც ნომრის ამომცნობია.
როგორც შსს-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2022 წლის ბოლოს ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე მთლიანობაში ნომრის ამომცნობი 2 089 კამერა იყო დამონტაჟებული.
ნომრის ამომცნობი კამერების 17%-ი თბილისშია განთავსებული, სულ 349 კამერა. მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც ნომრის ამომცნობი 314 კამერაა დამონტაჟებული. მესამე ადგილზე კი აჭარაა, სადაც 2022 წლის ბოლოსთვის დამონტაჟებული იყო ნომრის ამომცნობი 294 ერთეული კამერა.
მეოთხე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი, სადაც ნომრის ამომცნობი 263 კამერაა, ხოლო მეხუთე პოზიციაზე იმერეთია, სადაც ნომრის ამომცნობი 254 ერთეული კამერა ფიქსირდება.
უახლესი