საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის შედეგად, 2 881 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.
აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არასდროს ყოფილა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. ამჟამად კი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. გარდა ამისა, სოფელ დიღომში საგზაო სამუშაოები კიდევ სამ ქუჩაზე მიმდინარეობს.
პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „L&L“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 259 235 ლარი დაიხარჯა.
უახლესი
34 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა